LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნების მუზეუმში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს – გათავისუფლებული თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობას აკრიტიკებენ

102
ხელოვნების მუზეუმი

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს მუზეუმიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს. 

დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა ფონდების ორ კურატორს გათავისუფლების შესახებ სიტყვიერად შეატყობინა და უთხრა რომ ფონდები ერთიანდება და არჩევანი სხვა კურატორზე შეაჩერეს.

„გაამთლიანეს ფონდები, ორი კურატორი ვიყავით და არჩევანი გააკეთეს მეორე ადამიანზე, ეს მითხრეს და მითხრეს, რომ მე ვარ გათავისუფლებული. საუბრისას, თითქოს რაღაცის შემოთავაზებას აპირებდნენ, აქ არ გვაქვს ვაკანსიაო, მაგრამ მე ვერაფრით წარმოვიდგინე, სად შეიძლება ვიყო მუზეუმის გარდა, ამიტომ უარი ვუთხარი“, – განუცხადა ტვ „ფორმულას“ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, ნინო ხუნდაძემ.

როგორც ხუნდაძე ამბობს, გარკვეული საკითხებისადმი კრიტიკული პოზიცია ჰქონდა და ეს დამოკიდებულება სამსახურშიც არასდროს დაუმალავს.

„არასდროს დამიმალავს, ეს იყო სატელევიზიო გადაცემა, ინტერვიუ თუ რადიო, ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის იყო ნათელი. კრიტიკული პოზიცია რასაკვირველია, მქონდა და ყველა იყო საქმის კურსში. სამსახურშიც ვლაპარაკობდი ამაზე გახსნილად. ალბათ, რაღაც უკმაყოფილო ამის გამოც იყო“, – თქვა ხუნდაძემ.

5 კულტურული მოვლენა, რომელმაც წლის განმავლობაში საზოგადოების სხვადასხვა წრეების ყურადღება მიიქცია

წელს სიახლეები გვქონდა თავად უწყების რეორგანიზების კუთხით - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კულტურის სამინისტროს გამოეყო და მიმდინარე წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეიქმნა. შეიცვალა თავად უწყების მინისტრიც - ახალ სამინისტროს ამა წლის მარტიდან იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, გასული წელს შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ირგვლივ დიდი ხმაური იყო.  22 ივლისს გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, „შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს“.

ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს.

magti 5g