LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერსონში რუსული ძალების მიერ დატოვებული ჭურვის აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

161
179838-1_large

ხერსონის რეგიონში რუსეთის არმიის მიერ დატოვებული აუფეთქებელი ჭურვის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით ტრაგედია სოფელ მიროლიუბივკაში მდებარე ერთ-ერთ სოფლის მეურნეობის საწარმოში მოხდა.

როგორც ერმაკმა აღნიშნა, ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 27 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი 68-ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები