LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სავარაუდოდ იტალიასთან არის დაკავშირებული – თენგიზ ცერცვაძე

1032
BeFunky-collage

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ ხუთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სავარაუდოდ იტალიასთან არის დაკავშირებული.

„ერთადერთი ვიცი, რომ იტალიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ თავად იყვნენ იტალიაში, თუ იქიდან ჩამოსულმა დაასნებოვნეს, ამას გავიგებ მას შემდეგ, რაც დავუკავშირდები თანამშრომლებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 30-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 418 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანი რჩება.

შეგახსენებთ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსი არ უფიქსირდება საქართველოში რეგისტრირებულ პირველ პაციენტს. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მისი საბოლოო გამოჯანმრთელება ხვალ, 15 მარტს განმეორებითმა ტესტმაც უნდა დაადასტუროს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ჩინეთი საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობას ჩუქნის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g