LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: ამერიკელები გოიმები გვგონია? არ იციან, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები? რა პრობლემაა, ივანიშვილს რომ შეხვედროდა ქალბატონი ელჩი

106
იაგო ხვიჩია

“ჩემთვის ეს რაღაცის დასაწყისია და გაგრძელებები აუცილებლად მოჰყვება, როგორც ერთი მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ასევე აშშ-ის მხრიდან”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე საუბრის დროს, “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

მისივე თქმით, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს რომ არ შეხვედროდა, ეს უფრო იქნებოდა პრობლემა:

“ამერიკელები გოიმები გვგონია? არ იციან, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები? რა პრობლემაა, ივანიშვილს რომ შეხვედროდა ქალბატონი ელჩი.

ჩემთვის ეს რაღაცის დასაწყისია და გაგრძელებები აუცილებლად მოჰყვება, როგორც ერთი მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ასევე აშშ-ის მხრიდან. ჩემი აზრით, საინტერესოა, იმ 3-საათიან საუბარში, რაზე შეთანხმდნენ და რაზე, ვერ შეთანხმდნენ და რამდენად სერიოზულია შეთანხმება ან შეუთანხმებლობა”, – აღნიშნა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილის წერილი “ქართული ოცნების” რიტორიკის გაგრძელებაა:

“ამით დაეთანხმა, „გააპრავა“ „ქართული ოცნების“ რიტორიკა, რასაც დიდი ხანია ვისმენთ, რომ ვიღაც ხალხი არსებობს, რომელსაც უნდა, ჩვენ ომი დაგვაწყებინოს და ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ომი არ მოხდეს. ეს მგონია, რომ ახალი ამბავი არ არის, დიდი ხანია ამ რიტორიკას ვისმენთ…

მე მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ მტერიც შემოაკლდა. მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, „ნაცმოძრაობა“ ვერაფერს შვრება, უკვე სათადარიგო მტერია საჭირო, ქვეყნის შიგნით „ნაცმოძრაობისნაირი“ მტერი ვეღარ იძებნება. მაგის იმედად ხომ ვერ იქნები, მით უმეტეს ასეთ კრიზისულ, ომის დროს. შეგიძლია მოძებნო ახალი მტერი და დაიწყო კამპანია ამ ახალი მტრისთვის”, – განაცხადა ხვიჩიამ “პალიტრანიუსის” ეთერში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები