LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: „არსებობს ორი ოპოზიცია, „ნაცები“ და „გირჩი“, „ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ მალე გაირკვევა, რომ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია, „ნაცებში“ უყვართ მიშა და „ლელოში“ – ხაზარაძე“

162
იაგო ხვიჩია - IPN-ს ფოტოა - მიაწერეთ!

„საქართველოში სინამდვილეში სულ ორი ოპოზიციური პარტია არსებობს – „ნაცები“ და „გირჩი“. ყველა დანარჩენი „ნაცია“, „ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ მალე გაირკვევა, რომ „ნაცებისგან“ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.

„ოპოზიცია ჯერ ურთიერთქიშპობის ეტაპზეა და ნარჩევ „ნაცებს“ გუნდიდან უშვებენ, ნაცვლად იმისა, რომ „ახალნაცობა“ შემოიკრიბონ, რაც არჩევნებისთვის სათანადო ფორმად ვერ ჩაითვლება.

ხვიჩია: „ივანიშვილი უნდა მოიქცეს, როგორც ჭეშმარიტი ქველმოქმედი და სააკაშვილს უპასუხოს სულის შემძვრელი სიკეთით, პოლიტიკაში ღიად ჩართვის საშუალება მიეცეს, ეს იქნება ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ“

ხვიჩიას თქმით, მთავარია დეპოლარიზაცია, რომელიც მიიღწევა მხოლოდ მაშინ, თუ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის პოლიტიკაში ღიად ჩართვის საშუალება მიეცემა.

სინამდვილეში, ვარკვევთ, მართლა ვინ არის ოპოზიციონერი, რადგან „ნაცმოძრაობის“ ქმედებები, როცა პარტიიდან ძველ ღვაწლმოსილ „ნაცებს“ უშვებენ და ახალს არ იმატებენ, ეს არ ჩანს როგორც ოპოზიციური ბრძოლა.

გვაინტერესებს, „ნაცმოძრაობა“ შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს ოპოზიციურ პარტიად, თუ ოპოზიციური პარტიის მხოლოდ გარეგნული ნიშნები აქვს. სინამდვილეში, სულ ორი ოპოზიცია არსებობს – „ნაცები“ და „გირჩი“. დანარჩენი ყველა „ნაცია“.

ჩემი თუ არ გჯერათ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააჩერეთ და ჰკითხეთ, რომელ პარტიაშია ნიკა გვარამია, ნიკა მელია.

იაგო ხვიჩია: „ლელომ“ ჯერ არჩევნები გადააგოროს ისე, ყველა ლიდერი ადგილზე იყოს, პოლიტიკიდან არ იყოს გაქცეული და შემდეგ დავიჯერებ, რომ განახლების უნარი აქვს

„ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ სულ მალე გაირკვევა, რომ „ნაცებისგან“ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია. რით განსხვავდებიან? სწორედ ამიტომ „ჩალიჩობდნენ“ ერთმანეთის მოადგილეობას.

„ნაცებში“ უყვართ მიშა და „ლელოში“ – ხაზარაძე. თვისობრივად, ერთნაირი პარტიები არიან. საქართველოში სულ სამი პარტია არის – „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩი“. სხვა დანარჩენი სატელიტია.

„შევცვალოთ ქართველი ხალხის ცხოვრება, შევქმნათ ბევრი სამუშაო ადგილი და პირობა, რომ ჩვენი ემიგრაცია სამშობლოს დაუბრუნდეს“ – მამუკა ხაზარაძე

ფაქტი უნდა მივიღოთ, თვალი უნდა გავახილოთ. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემით არაფერი შეიცვლება“. – განუცხადა „პირველ არხს“ იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g