ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში კიანუ რივზმა ვრცლად ისაუბრა „მატრიცაში“ მის დაბრუნებაზე. გამოცემა „ექსტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში რივზმა აღიარა, რომ წლების წინ ამ მომენტის წარმოდგენაც კი გაუძნელდებოდა. მსახიობის თქმით, ის არ განიხილავდა როლზე დაბრუნებას, მით უფრო ვერ წარმოიდგენდა, რომ ის და კერი-ენ მოსი ერთად დაუბრუნდებოდნენ გადასაღებ მოედანს.
ამის გათვალისწინებით, ჟურნალისტმა მას ძველ საკულტო როლებზეც დაუსვა კითხვა. მაგალითად შეკითხვაზე, დაბრუნდებოდა თუ არა ის სანდრა ბალოკთან ერთად ფილმში „სიჩქარე“, რივზმა თქვა, რომ გამორიცხული არაფერია. რივზი ამბობს, რომ სანდრასთან მუშაობა უდიდესი სიამოვნება და სამომავლოდ, ამ ვერსიასაც არ გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ „სიჩქარე 2 “-ში მონაწილეობაზე მან თავის დროზე უარი თქვა.
ფოტო: კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი „მატრიცას“ პრემიერაზე ერთად მივიდნენ – სად არის ალექსანდრა გრანტი?