ინტერნეტგამოცემა “ადამიანისა და ჯანმრთელობის კვლევა” აქვეყნებს იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც ადამიანის ორგანიზმში კიბოს განვითარების რისკს ზრდის.

გაზიანი სასმელები

ის შაქრის გარდა, ხშირად შეიცავს საღებავს, რომელსაც კარცენოგენული ქიმიური ნივთიერება 4 MEI აქვს. მკვლევარები გვირჩევენ წყალი ან ნატურალური წვენი დავლიოთ.

გრილზე შემწვარი წითელი ხორცი

მართალია, სტეიკი ძალიან გემრიელია, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე მისი შეწვა კიბოს გამომწვევ ჰიდროკარნობატს წარმოქმნის. წითელი ხორცი მიირთვით ზომიერად და ფრთხილად მოამზადეთ, აირჩიეთ, ორგანული ძროხის ხორცი.

მიკროტალღურის პოპკორნი

ცნობილია, რომ მიკროტალღურში მომზადებულ პოპკორნს აქვს საკვები დანამატი დიაცეტილი, იგივე ტოქსინი. გარდა ამისა, პოპკორნის მწარმოებლები არ არიან ვალდებულები მიუთითონ, ის გენმოდიფიცირებულია თუ არა. ამიტომ იყიდეთ ორგანული სიმინდი და ის საკუთარ ღუმელში მოხალეთ.

დაკონსერვებული საჭმელი, განსაკუთრებით პომიდორი

ყველა დაკონსერვებული საკვები საფრთხის შემცველია, რადგან ისინი ქიმიურ BPA-ს შეიაცავს, რაც ჰორმონალურ დარღვევებს იწვევს. განსაკუთრებით საშიშია ქილის პომიდორი. ასე რომ მხოლოდ ახალი ან თუნდაც გაყინული მიირთვით, ოღონდ არა დაკონსერვებული.

ჰიდროგენული ზეთი

არსებობს ბოსტნეულის ზეთები, რომლებიც ნატურალურად არ იწარმოება, არამედ ქიმიური პრიცესია. ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით არაჯანსაღ ომეგა-6 ცხიმს შეიცავს. გამოიყენეთ ზეთისხილის, სოიოს ან მცენარეული ზეთი.

შინამეურნეობაში გაზრდილი ორაგული

ორაგული ერთ-ერთი ჯანსაღი და პროტეინებით მდიდარი საკვებია, თუმცა თუ სახლის პირობებში გაზრდილ თევზს ავიღებთ, ის ქიმიურ ნივთიერებსბ, პესტიციდებს და ანტიბიოტიკებს შეიცავს.

ხელოვნური დამატკბობლები

ბევრი ხელოვნური დამატკბობელი ქიმიური პროცესით იწარმოება. ზოგიერთი ტოქსინ DKP-ს იწვევს და ამან შესაძლოა, ტვინის დაზიანებამდე მიიყვანოს საქმე.

რაფინირებული თეთრი ფქვილი

რაფინირების პროცესი ყველა საკვებ ღირებულას აცლის თეთრ ფქვილს. ასეთ დროს ფქვილი უკვე არის კარბოჰიდრატი, რომელიც შაქარში შერევის შემდეგ კიბოს განვითარების ხელშემწყობი ხდება.

არაორგანული ბოსტნეული და ხილი

ეს პროდუქტები, თავისთავად, ძალიან ჯანსაღია, მაგრამ თუ პესტიციდებითაა სავსე, სერიოზულ პრობლემებს იწვევს. რამდენადაც შეგიძლიათ ორგანული პროდუქტი იყიდეთ და ჭამის წინ კარგად გარეცხეთ.

დამუშავებული ხორცი

ჰოთდოგები, ბეკონი, სოსისები- ამ ყველაფერს დამატებული აქვს დიდი ოდენობით მარილი, ქიმიური ნივთიერები და ნიტრატები. თქვენს მენიუში ასეთი პროდუქტი მინიმალური რაოდენობით უნდა იყოს.

კარტოფილის ჩიფსები

დიდი ოდენობით მარილი, ხელოვნური საღებავები და დანამატები – ეს არის მისი შემადგენლობა. უპირატესობა გამომშრალ ვაშლს ან ბანანის ჩიფსებს მიანიჭეთ.

გმო/ორგანული

დააკვირდით პროდუქტების შეფუთვას და არ შეიძინოთ, თუ მას აწერია, რომ გენმოდიფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი შეიძლება, ცხოველების გენისგან იყო ნაწარმოები.

ალკოჰოლი

კიბოს ეროვნული ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენა კავშირი ალკოჰოლსა და კიბოს შორის, განსაკუთრებით თავის, ასევე ღვიძლისა და მსხვილი ნაწლავის. მკვლევარები გვირჩევენ, კვირაში 14 ჭიქაზე მეტი ალკოჰოლი არ მივიღოთ.

რაფინირებული შაქარი

კიბოს ძალან უყვარს შაქრით კვება. ყველაზე უარესი ამ კატეგორიაში არის ფრუქტოზით მდიდარი სიმინდის სიროფი, რაც გადამუშავებულ საკვებსა და სასმელში გამოიყენება. ყოველთვის ეცადეთ შაქარი ხილიდან მიიღოთ.

მარგარინი

მარგარინის ჯანსაღი ალტერნატივა კარაქია. მარგარინი ჰიდროგენური ბოსტნეულის ზეთისგან მზადდება და სავსეა ტრანს-ცხიმებით. არც კარაქზე გააკეთოთ აქცენტი, მაგრამ თუ მაინცდამაინც გსურთ, ის მარგარინზე უმჯობესია.

ე. წ. დიეტური საკვები

პროდუქტები, რომლებსაც აწერია, რომ დიეტურია, ის ხელოვნური დამატკბობლებითაა სავსე და ნებისმიერ ცხიმს ანაცვლებს ორგანიზმში. გარდა ამისა, ისინი შეიძლება სხვა ქიმიურ ნივთიერებებსაც შეიცავდეს.

კარტოფილი „ფრი“

ის ძალიან გემრიელია, მაგრამ ტრანს-ცხიმებისა და მარილის ურთიერთქმედება კიბოს რისკს ზრდის. მაღალ ტემპერატურაზე კი კარცეროგენი წარმოიქმნება.

 

დასკვნა :

შეეცადეთ აქ ჩამოთვლილი პროდუქტები მაქსიმალურად შეამციროთ და მათ ნაწილზე ბოლოს საერთოდ უარი თქვათ.

 

17 Cancer Causing Foods You Have to Stop Eating

 

 

 

 

 

კატეგორიები: ანალიტიკა
მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები