LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი გმირი ქართველი მებრძოლი უკრაინიდან: „მონაწილეობდა ბატალიონ „აზოვის“ ჩამოყალიბებაში და ქალაქ მარიუპოლის დაცვაში…“

422
გიორგი

თეიმურაზ ტომარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს საინტერესო ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველის, გიორგი ქუფარაშვილის შესახებ:

„ჩვენთვის, უკრაინისთვის, მსოფლიოსთვის საამაყო სამხედრო!!! გიორგი ქუფარაშვილი – უკრაინის ეროვნული გვარდიის ცალკეული სპეციალური დანიშნულების პოლკ „აზოვის“ ვშკ ბატალიონის პირველი მეთაური.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 1992 წლიდან. მოგვიანებით მსახურობდა კოჯორში მდებარე სპეცდანიშნულების ძალების ბაზაზე.

1999 წლიდან მაიორი ქუფარაშვილი ხელმძღვანელობდა პირველ საერთაშორისო სამშვიდობო მისიას საქართველოს სამხედრო ისტორიაში, ქართულ ქვედანაყოფს „კოსოვოს ძალების“ შემადგენლობაში.

ჩვენი ავტობუსიდან გარდაიცვალა დავით მენაბდიშვილი…ისე განვიცდი, როგორც საკუთარს: დომენიკ მანგო

მომდევნო წლებში იყო ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ აღმასრულებელი ოფიცერი. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში (2008). საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, 2014 წელს მოხალისედ გაემგზავრა უკრაინაში.

მონაწილეობდა ბატალიონ „აზოვის“ ჩამოყალიბებაში და ქალაქ მარიუპოლის დაცვაში.

2016 წლის აპრილში ქუფარაშვილმა დააარსა პოლკოვნიკ ევგენი კონოვალცის სახელობის სერჟანტთა სკოლა და მას 2017 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს აქტიურად მონაწილეობდა მარიუპოლის დაცვაში. მძიმედ დაიჭრა 2022 წლის მარტის ბოლოს, გიორგი ახლაც განაგრძობს მკურნალობას კლინიკაში. მალე გამოჯანმრთელება მას!!!“

ვანო ნადირაძე: „რუსი ჯარისკაცების 80%-მა უნიტაზი პირველად უკრაინაში ნახა… ქალისა და კაცის თეთრეულსაც კი იპარავენ…“

ვიდეო: რუსებს იმდენად უჭირთ საკვები, მზად არიან იარაღიც კი გადაცვალონ საჭმელში და სასმელში: უკრაინაში მებრძოლი ქართველი