LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კიდევ რაღაც ახალი პრობლემა დაინახეს, გავდივარ მკურნალობის კურსს” – ხათუნა ჟორდანია სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება

3538
xatunajordania2012

ხათუნა ჟორდანია თურქეთში შემოწმებაზე ჩასულს ახალი პრობლემა აღმოუჩინეს და ამჟამად, მკურნალობის კურსს გადის. ამის შესახებ მან ფეისბუკ Live-ში ისაუბრა.

„ამჟამად ვიმყოფები სტამბოლში, ჩამოვედი შესამოწმებლად, მიწევდა სამ თვეში ერთხელ ჩამოსვლა, გადამიყვანეს 6 თვეზე, თუმცა ჩამოვედი ცოტა დაგვიანებით 6 თვის თავზე და კიდევ რაღაც ახალი პრობლემა დაინახეს. გავდივარ მკურნალობის კურსს, რაც გამოიხატება დასხივებაში, ანუ ვიკეთებ თითქმის ყოველ დღე“ – ამბობს ჟორდანია და სხვა პაციენტებს გამამხნევებელ მიმართვას უგზავნის.

„სიმსივნე არ არის განაჩენი და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მე ვიყავი და ვარ ამის მაგალითი. ზუსტად ვიცი ის პატარა პრობლემა რაც არის იმასაც მოვერევი და ვიბრძოლებ ბოლომდე რომ მოვერიო ამ ვერაგ დაავადებას. ყველა ის ადამიანი, ვინც ებრძვის ამ დაავადებას, ერთი წამით არ დაყაროთ ფარ-ხმალი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მე ჩემი სიცოცხლით დაგიმტკიცებთ, რომ ყველა დაავადება განკურნებადია. თუ ადამიანი მოინდომებს“ .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g