LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება სპეცოპერაციის გეოგრაფიას გააფართოებს: სერგეი ლავროვი

99
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, „კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება სპეცოპერაციის გეოგრაფიას გააფართოებს“.

ლავროვის თქმით, დღეს რუსეთის მოქმედებების გეოგრაფიული არეალი მხოლოდ დონეცკი და ლუგანსკი აღარაა, რადგან მათ დაემატა ხერსონი, ზაპოროჟიე და სხვა ტერიტორიაც.

ის ასევე აცხადებს, რომ უცვლელი რჩება ე.წ. სპეციალური ოპერაციის ამოცანა, რომელიც უკრაინის „დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას“ ითვალისწინებს.

„არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინის იმ ნაწილს, რომელსაც ზელენსკი, ან მისი შემცვლელი გააკონტროლებს, ჰქონდეს იარაღი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტერიტორიას და იმ რესპუბლიკების ტერიტორიას, რომლებმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, მათ, ვისაც სურს თავიანთი მომავალი, თავად გადაწყვიტონ.

ახლა გეოგრაფია სხვა არის. უკვე აღარ არის მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, არის ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები და სხვა ტერიტორიები და ეს პროცესი გრძელდება.

პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ როგორც თქვენ მას ციტირებთ: დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია იმ გაგებით, რომ ჩვენს უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდეს, არ არსებობდეს სამხედრო საფრთხე უკრაინის ტერიტორიიდან, ეს ამოცანა რჩება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g