LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინემატოგრაფისტები რეჟისორ ლევან აკინს და შემოქმედებით ჯგუფს სოლიდარობას უცხადებენ

236
and-then-we-danced

საქართველოს კინემატოგრაფისტები კინორეჟისორ ლევან აკინს და ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მთელ შემოქმედებით ჯგუფს სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც ხელს  60 ადამიანი აწერს.

“ჩვენ, საქართველოს კინემატოგრაფისტები სოლიდარობას ვუცხადებთ, კინორეჟისორ ლევან აკინს და ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს! დაუშვებელია თანამედროვე საქართველოში ხელოვან ადამიანს ეზღუდებოდეს შემოქმედებითი თავისუფლება. დაუშვებელია გარკვეული ჯგუფების მიერ გამოხატული მუქარა და ძალადობისკენ მოწოდება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

მოვუწოდებთ ყველა საჭირო სახელმწიფო ორგანოს, არ დაუშვას ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ კინოთეატრში მისული შემოქმედებითი ჯგუფისა და მაყურებლის ხელისშეშლა და საფრთხეში ჩაგდება. მოვითხოვთ ასევე უზრუნველჰყონ ფილმის მშვიდობიან პირობებში ჩვენების და ნახვის საშუალება.

სოლიდარობას ვუცხადებთ როგორც ფილმში მონაწილე მსახიობებს, ასევე ყველა მოქალაქეს, რომელიც ფილმის გარშემო შექმნილი ფონის გამო აგრესიისა და სიძულვილის ენის ადრესატები გახდნენ.

დღევანდელ საქართველოში აღარ უნდა ჰქონდეს ადგილი ცენზურას და ადამიანების დისკრიმინაციას მათი ეთნიკური წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა კუთვნილების გამო.

ხელს აწერენ (ანბანის მიხედვით): 1. ციაკო აბესაძე2. მედიკო ბაქრაძე3. უტა ბერია4. თორნიკე ბზიავა5. ანუნა ბუკია6. სოსო ბლიაძე7. ქეთი გალდავაძე8. თამთა გაბრიჩიძე9. პაატა გოძიაშვილი10. თორნიკე გოგრიჭიანი11. თამარ გურჩიანი12. თინათინ გურჩიანი13. ხათო გოგუა14. გოგა დევდარიანი 15. ნინო დევდარიანი 16. მინდია ესაძე17. ნანა ექვთიმიშვილი18. გიორგი ვარსიმაშვილი19. სალომე ზაქარაია20. მარგო ზუბაშვილი21. თეა თელია22. თამარ თვარაძე23. ვლადიმერ კაჭარავა24. ნინო კასრაძე25. ნინო კირთაძე26. გიორგი კვაჭაძე27. დეა კულუმბეგაშვილი28. ნინო კუხალაშვილი29. ლევან კუხიანიძე30. ზამზა (შოთა იმნაძე)31. ქეთი მაჭავარიანი32. თეკლა მაჭავარიანი33. კახა მაჭარაშვილი34. ნუცა-ალექსი მესხიშვილი35. ლელი მიმინოშვილი36. ედმონდ მინაშვილი37. მერაბ ნინიძე38. ანკა ნიჟარაძე39. ნინო ორჯონიკიძე40. ირინე ჟორდანია41. თამარ ტატიშვილი42. ნინო ქორიძე43. ლანა ღოღობერიძე44. თამარ შავგულიძე45. გიორგი შველიძე46. ია შუღლიაშვილი47. ნინო ჩიჩუა48. ნოშრე ჩხაიძე49. დიტო ცინცაძე50. ანა ძიაპშიპა51. გიორგი წილოსანი52. ნუცა წიქარიძე53. რუსუდან ჭყონია 54. მაკო ჭილაშვილი55. ზაზა ხალვაში56. ბასა ხარაზი57. მარიამ ხაჭვანი58. სალომე ჯაში59. ნანა ჯანელიძე60. ვახო ჯაჯანიძე“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები