LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლაუდია შიფერისთვის 50 წლის იუბილეზე „ბარბიმ“ მისი იდენტური თოჯინა შექმნა

461
klaudiashifer201021

კლაუდია შიფერი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც მას ხელში ბარბი უჭირავს. თოჯინა სწორედ ისეა ჩაცმული, როგორც კლაუდია 2016 წელს, როდესაც მას „ბალმეინის“ ცნობილი კაბა ეცვა. გაირკვა, რომ კომპანია „ბარბიმ“ ცნობილი სუპერმოდელისთვის სახელობითი თოჯინა შექმნა და მას დაბადების დღეზე გაუგზავნა. თავად კაბა „ბალმეინის“ მოდის სახლმა სპეციალურად კლაუდია შიფერისთვის შექმნა.

90-იანი წლების სუპერმოდელი ამბობს, რომ მსგავსი საჩუქარი ძალიან ამაღელვებელია, რადგან ბარბი ყველა ადამიანის ოცნების თოჯინაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები