LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „დიტო სამხარაძეს აქვს თავისი დამოკიდებულება „ნაცმოძრაობისადმი“, რასაც კონკრეტული მიზეზი აქვს.. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ფაშისტური კამპანიის წარმოებისგან“

122
Untitled design

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდებს, „ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიისგან თავი შეიკავონ“.

ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა და გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატის, დიტო სამხარაძისა და ერთ-ერთი მოქალაქის მიმოწერის ამსახველ ფოტოებს, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ზოგადად ამ ფაშისტური კამპანიის წარმოებისგან.

დიტო სამხარაძეს აქვს თავისი დამოკიდებულება „ნაცმოძრაობისადმი“, რასაც აქვს კონკრეტული საფუძველი, კონკრეტული მიზეზი და ეს საფუძველი და მიზეზი აბსოლუტურად მესმის.

აქ საუბარია ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც გამოირჩეოდა თავის დროზე ადამიანების წამებით, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ათიათასობით ბიზნესმენი დაარეკეტა. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი, რომელიც შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და თავის დროზე მთლიანად მედიასივრცის მონოპოლიზაცია შეძლო.

ახლა ასეთი პოლიტიკური პარტიის მიმართ რომ აქვს დიტო სამხარაძეს ხისტი დამოკიდებულება, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მოვუწოდებ მათ და მათ შორის „ენჯეოებს“, მედიასაშუალებებს, რომლებიც არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, თავი შეიკავონ ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, სოციალურ ქსელში ფეისბუკმომხმარებელმა გაასაჯაროვა მისი და დეპუტატ დიტო სამხარაძის მიმოწერა, რომელშიც სამხარაძე მას მუქარისშემცველ ტექსტს უგზავნის.

„მუქარა და შანტაჟია. პიროვნულად ამას არასოდეს შევხებივარ. საჯაროდ ვაცხადებ, ფიზიკური ანგარიშსწორების არასოდეს მეშინია. მაგრამ ქოცების ბინძური კამპანიით თუ ფიქრობს, თავს მომაკვლევინებს, მაგის იმედი ტყუილად გაქვთ. მაგარი ნერვების პატრონი ვარ. წავიდა ის დრო, ხალხი თქვენს შავ პიარს რომ უჯერებდა,“-  წერს ნუგზარ სულაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები