LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კობახიძემ რომ ჩემზე თქვას, კარგი კაციაო, შეიძლება, პოლიტიკიდან წავიდე” – ხაბეიშვილი

145
BeFunky-collage - 2023-03-17T001419.886

„კობახიძემ რომ ჩემზე თქვას, კარგი კაციაო, შეიძლება, პოლიტიკიდან წავიდე”, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ის მუდმივად ცდილობს, მისი მთავარი ოპონენტი ვინც არის და ვისიც „ქართულ ოცნებას” ეშინია, რაღაცნაირად დააკნინოს ხოლმე.

„მაგალითად, ირაკლი კობახიძემ რომ თქვას, ხაბეიშვილი კარგი კაციაო, ამაზე იცით როგორ ვინერვიულებ? არ ვიცი, შეიძლება, პოლიტიკიდანაც წავიდე, როცა კობახიძე მაგას იტყვის. კობახიძე ამერიკელებზე ამბობს, რომ ომის დაწყება უნდათ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, კუბილიუსით დაწყებული და ფოტიგათი გაგრძელებული, ზოგს აგენტებს ეძახის, ზოგს ნაციონალებს, ზოგს ამრევებს და ა.შ. კობახიძე რომ ამას ამბობს, ეს არანორმალური არ არის.

თქვენ უნდა გაგიკვირდეთ, კობახიძემ სხვა რამე რომ თქვას. ის მუდმივად ცდილობს, მისი მთავარი ოპონენტი ვინც არის და ვისიც ქართულ ოცნებას ეშინია, რაღაცნაირად დააკნინოს ხოლმე. ეს მათი სტილია. სხვათა შორის, რუსული სტილია, რომ კნინობით ფორმაში ისაუბროს”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები