LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოდორში შემოვუშვებდი რუსებს, სანაცვლოდ აფხაზეთში ჩაასახლებდნენ დევნილებს – ემზარ კვიციანი

1650
kviciani

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის ემზარ კვიციანის თქმით, მზად იყო დევნილების აფხაზეთში დაბრუნების სანაცვლოდ, კოდორის ხეობაში რუსი ჯარისკაცები შეეშვა.

2003 წლის მოვლენები ემზარ კვიციანმა პარლამენტში საპარლამენტო გენერალური ასამბლეის ჩაშლის საკითხზე საუბრისას გაიხსენა.

“გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა გავრილოვის უახლოესი მეგობარი, რომელმაც მოუწოდა ხალხს გავრილოვის წინააღმდეგ გამოსასვლელად. 2003 წლის 5 ივნისი გამახსენდა, როდესაც ჩემთან კოდორის ხეობაში გაერო-ს მისიის ოფიცრები გაიტაცეს. და გაიტაცეს რატომ? მიზეზი იყო ის, რომ ძალიან დიდ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ კოდორში შემოვუშვებდი რუსებს და სანაცვლოდ სოხუმამდე, მთელ აფხაზეთში ჩაასახლებდნენ ჩვენს დევნილებს.

ამის ჩასაშლელად რუსებმა ისევ ქართველებს გაატაცებინეს გაერო-ს მისიის წარმომადგენლები და შემდეგ სისხლის სამართლის საქმე ჩემზე აღძრეს,” – განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები