LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოკო როინიშვილი: „ჯობია, წყვილმა ქორწინებამდე ერთად იცხოვროს, კარგად გაიცნონ ერთმანეთი და მერე მიიღონ ოჯახის შექმნისა და ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება“

4668
კოკო

მსახიობი კოკო როინიშვილი წლებია, დაქორწინებულია. მისი მეუღლე ასევე მსახიობი, ანი იმნაძეა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

კოკო როინიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები დაუფიქრებლად არ უნდა დაქორწინდნენ:

„ვთვლი, რომ ახალგაზრდები ხშირად უშვებენ შეცდომას, როდესაც დაუფიქრებლად ქორწინდებიან, ამიტომაცაა ხშირი ჩვენს თაობაში დანგრეული ოჯახები. ჯობია, წყვილმა ქორწინებამდე ერთად იცხოვროს, კარგად გაიცნონ ერთმანეთი და მერე მიიღონ ოჯახის შექმნისა და ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება. დაუფიქრებელი ნაბიჯების შედეგი სახეზეა, რადგან ბევრი დანგრეული ოჯახი და მარტოხელა დედაა.

მე და ანიმ ექვსი თვე ვიცხოვრეთ ერთად და როცა მივხვდით, რომ მზად ვიყავით ოჯახის შესაქმნელად, ჩვენი ურთიერთობა მაშინ გავხადეთ ოფიციალური“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g