LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოკსაკის ვირუსი არც ჩუტყვავილაა და არც მაიმუნის ყვავილის ვირუსი, არ შეშინდეთ!“ – რა რეკომენდაციით მიმართავს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს

2039
BeFunky-collage (5)

ცნობილი ექიმი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სხვადასხვა ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში და მშობლებს საინტერესო და საჭირო რეკომენდაციებითა და რჩევით მიმართავს.

პედიატრის პოსტს “ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

“ძვირფასო მშობლებო, ვიცი,ძალიან შეშფოთებულები ხართ თქვენი პატარების ხშირი ავადობით ამ სეზონზე სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით! შევეცდები აგიხსნათ თუ რა არის ამის მიზეზი, ისედაც ცნობილია თქვენთვის, რომ 2 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხშირი ავადობა ვირუსული ინფექციებით ისედაც ნორმად ითვლება,სხვაგვარად მათ იმუნური სისტემა ვერ ჩამოუყალიბდებათ,მაგრამ წელს განსაკუთრებულად მოგვაბეზრეს თავი ვირუსებმა, ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ,კოვიდის დ მასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ხელოვნურად “მივაძინეთ” სეზონური ვირუსების განვითარების ციკლი, ვირუსი ვერ მრავლდება ცოცხალი ორგანიზმის გარეშე,ის იჭრება ადამიანის ორგანიზმში ძირითადად აირ-წვეთოვანი გზით და იწყებს გამრავლებას ლორწოვან გარსებში,ჩვენმა ჩაკეტილობამ,ნიღბების ხმარებამ,სოციალურმა დისტანცირებამ,ბავშვთა დაწესებულებების დახურვამ (

მოგეხსენებათ,რომ ვირუსების ძირითადი გამავრცელებლები ჩვენი პატარები არიან) შეაფერხა მათი სეზონური განვითარების პროცესები,როგორც კი მოიხსნა რეგულაციები,შეიძლება ითქვას,რომ მათაც “აიწყვიტეს»და ერთდროულად გააქტიურდა მათი უმეტესობა,ამიტომ ხდბა მათი ზედდება,დღეს ერთდროულად ვხვდებით რინო, ადენო,რესპირატორულ-სინციტიალურ,კორონავირუსების სხვადასხვა შტმებს,გრიპს,როტავირუსს,ენტეროვირუსს, და ა.შ ყველა ვირუსულ ინფექციას მეტ-ნაკლებად თითქმის ერთნაირი კლინიკური სურათი ახასიათებს,ცხელება,რინორეა და რინოობსტრუქცია,ხველა და თავის ტკივილი,ღებინება,კუნთების ტკივილი,დიარეა,გულისრევა პირღებინება და ა.შ ვირუსს ახასიათებს ინკუბაციური პერიოდი,კლინიკური სიმპტომების აქტივაციის პერიოდი და უკუგანვითარება,ჯამში მაქსიმუმ ვირუსის განვითარების ციკლი 10 დღეში მთავრდება!

ვირუსს მხოლოდ სიმპტომური მართვა სჭირდება და ის მთავრდება უპრობლემოდ,თუ გართულებებს არ აქვს ადგილი! დღეს აქტიურ ფაზაშია კოკსაკის ვირუსი,რომელიც ენტეროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება,ის უჯრედშიდა პარაზიტია და მრავლდება ლორწოვან გარსებში,იჭრება ლიმფურ ქსოვილში,ნაწლავებში,ცხვირ-ხახაში,სისხლში მოხვედრის შემდეგ იწვევს ინტოქსიკაციას,ხასიათდება მაღალი კონტაგიოზურობით,გადაეცემა კონტაქტური და აირ-წვეთოვანი გზით,ასევე ორალურ-ფეკალურით,დღევანდელ დღეს ცნობილია ამ გამომწვევის 30 ფორმა,ძირითადად გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვბში,ცნობილია კოკსაკი A(24 სეროტიპი) და კოკსაკი B)6 სეროტიპი) დღეს ძირითადად კოკსაკი A არის გავრცელებული,რომელიც აზიანებს კანს და ლორწოვან გარსებს,ახასიათებს გამონაყარი პირის ღრუში,ცხვირ-ტუჩის ირგვლივ,ფეხის გულებზე და ხელისგულებზე(ხელ-ფეხ-პირის დაავადებასაც უწოდებენ მას)შეიძლება განვითარდეს სტომატიტი,კონიუნქტივიტი,გამონაყარი თანდათან მრავლდება და იღებს ბუშტუკოვან ხასიათს,ახასიათებს მტკივნეულობა და ხშირად მაღალი ცხელება, ინკუბაციური პერიოდი ერთ კვირამდე გრძელდება,რასაც მოყვება ზემოთაღწერილი კლინიკური სიმპტომების განვითარება!

ტემპერატურა ხშირად ჰექტიურია,მაგრამ სხვა ვირუსული ინფექციებისგან განსხვავებით შეიძლება თვითრეგულაცია განიცადოს ანტიპირეტული საშუალების გარეშე, კოკსაკის ვირუსი არც ჩუტყვავილაა და არც მაიმუნის ყვავილის ვირუსი, არ შეშინდეთ!!!

თუმცა იყავით ყურადღებით,რადგან შეიძლება გართულებებიც ახლდეს,ამიტომ საჭიროა დროული ვიზიტი თქვენს ექიმთან!!

პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებები იგივეა,რაც ყველა ვირუსული ინფექციის დროს!

?ხელების ხშირი დაბანა! ?ბალანსირებული კვება! ?დიდი რაოდენობით წყლის მიღება! ?ოთახების ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება! ?ზედაპირების ხშირი გაწმენდა!?თავის შეკავება ადამინთა,კერძოდ ბავშვთა თავშეყრის ადგილებში ავადმყოფი ბავშვის ვიზიტისგან! ?აუზებში,ქვიშაში,საერთო სარგებლობის სათამაშოებით სხვა ბავშვებთან ურთიერთობისგან თავის შეკავება! ?დროებითი იზოლაცია!?ხილის და ბოსტნეულის საგულდაგულოდ გარეცხვა!?თვითნებური მკურნალობაზე უარის თქმა(არ შეიძლება ანტიბაქტერიული პრეპარატების და ჰორმონის შემცველი მალამოების გამოყენება)???

თუ გახანგრძლივდა ტემპერატურა,ბავშვს აღენიშნა ღებინება,დიარეა,ზოგადი სისუსტე,ძილიანობა,თავის და ყურის ტკივილი, უარს აცხადებს საკვების და სითხის მიღებაზე,მოხდა გამონაყარის ინფიცირება… მიმართეთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ!!! ჯანმრთელობას გისურვებთ პატარებო

თქვენს მშობლებს კი თქვენი კარგად ყოფნით მინიჭებულ ბედნიერებას!მუდამ თქვენს გვერდით სიყვარულით”, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები