LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიამ ოზურგეთის 10 სოფლის მოსახლეობას ციფრული სერვისების გამოყენებაში ტრენინგი ჩაუტარა

59
კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიამ, “Log-in Georgia”-ს პროექტის “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მაკვანათის, დვაბზუს, ბახვის, სილაურის, ბაღდადის, ჯუმათის, ლიხაურის, ასკანას, კონჭკათისა და ჭალის მოსახლეობისთვის 10 ტრენინგი ჩაატარა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილი პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა ისეთ მნიშვნელოვან თემებში გადამზადდა, როგორებიცაა: ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, ინფორმაციის მოძიების მეთოდები, ინტერნეტი კომუნიკაციისთვის – სასარგებლო ონლაინ აპლიკაციები.

“საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით, “Log-in Georgia”-ს პროექტი ხორციელდება.

პროექტის მიზანი საქართველოს 1000-მდე სოფლისა და დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაცია, სოფლად მცხოვრები 500 000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის და შეღავათიანი ინტერნეტმომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნა, ასევე, ციფრული უნარების განვითარება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტით დაიწყო.

პროექტის შედეგად, ოზურგეთის 49 სოფლის, 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა.

“Log-in Georgia”-ს პროექტის “ციფრული მხარდაჭერის პროგრამას” კომუნიკაციების კომისია ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები