LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონგრესმენები: ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და საქართველოში დესტაბილიზაციას ცდილობს

161
type

საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული – ეს ბრალდება ამერიკის რესპუბლიკური შემსწავლელი კომიტეტის მიერ შემუშავებულ აშშ-ს უსაფრთხოების სტრატეგიაშია გაჟღერებული.

სტრატეგია სახელწოდებით “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

 

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია, რუსეთის აგრესიაზე, განსაკუთრებით კი უკრაინისა და საქართველოს კონტექსტში და ნათქვამია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გახანგრძლივდეს დეზინფორმაციის კამპანიების გამო.

 

 

“ამჟამინდელი სანქციები საკმარისად არ ეხებოდა პუტინის საგარეო ურთიერთობებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს” – ნათქვამია ამავე დოკუმენტში.

დოკუმენტი ცამეტი კონგრესმენის მიერაა ხელმოწერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g