LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონკრეტული ამოცანები განვსაზღვრეთ – მალე შეტევით მოქმედებზე გადავალთ“ – უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური 

142
ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ოლექსანდრ სირსკი ლიმანის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია მეთაურის Telegram არხზე დაყრდნობით ავრცელებს.

სირსკის განცხადებით, ის იმ ქვედანაყოფების მეთაურებს შეხვდა, რომლებიც ახლა, დავალებებს ყველაზე ცხელ წერტილებში ასრულებენ.

„უკრაინელებმა რუსების საზენიტო-სარაკეტო სისტემები, საბრძოლო მასალის საცავი, დრონები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გაანადგურეს“ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის სამხედრო ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების პოზიციებს 15, ხოლო რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს 6 დარტყმა მიაყენა.

„ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ფრონტზე არსებული ვითარება. ა

ღვნიშნე, რომ მალე მოვა დრო, როცა აქტიურ შეტევით მოქმედებებზე გადავალთ და  მათთვის მოსამზადებლად კონკრეტული ამოცანები განვსაზღვრეთ“, – განაცხადა სირსკიმ.

მან ლიმანის მიმართულებით ის ტერიტორიები დაასახელა, სადაც უკრაინელები მტრის შეტევას იგერიებენ.

„ჩვენი ქვედანაყოფები სტაბილურად აგრძელებენ დაკავებული საზღვრებისა და პოზიციების შენარჩუნებას, იგერიებენ მტრის ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია ბელოგოროვკის, სპორნოეს, ნოვოსელოვკის, ტორსკის მიდამოებში, რამაც მტრის პერსონალს და აღჭურვილობას, მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა“. – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

„რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერი კომპრომისი არის პირდაპირი გზა ომის შემდგომი ეტაპებისკენ” – პოდოლიაკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები