LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკრეტული სახელმწიფოს დასახელება – არ დასახელება არ შეიძლებოდა გამხდარიყო საჯილდაო ქვა ოპოზიციის მხრიდან: მიხეილ სარჯველაძე

95
მიხეილ სარჯველაძე

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული რეზოლუცია სრულად ასახავს უკრაინის მხარდაჭერას.

ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ რეზოლუციის დაწუნებას მმართველ გუნდში ვიწრო პარტიული ინტერესებით ხსნიან.

“კონკრეტული სახელმწიფოს დასახელება – არ დასახელება არ შეიძლებოდა გამხდარიყო საჯილდაო ქვა ოპოზიციის მხრიდან” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე

მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ განცხადება რელევანტურია იმ ვითარებისა, რომელიც ახლა არსებობს. მისი თქმით ეს არის სწორი დიპლომატია.

“კონკრეტულად, კონკრეტული სახელმწიფოს დასახელება – არ დასახელება არ შეიძლებოდა გამხდარიყო საჯილდაო ქვა ოპოზიციის მხრიდან. არავითარი ზედმეტი სიფრთხილე – ეს არის სწორი დიპლომატია, სწორი პოლიტიკა, სწორი პოზიციონირება. როდესაც ხარ ზედმიწევნით ზუსტი, იმ ვითარების რელევანტური, რომელიც არსებობს. ასეთ ფონზე, განცხადებები თვალებში ნაცრის შეყრაა ადამიანებისთვის, როცა მათ ეუბნებიან, რომ ეს შეიძლება ისე განიმარტოს, როგორც უკრაინის აგრესიის საწინააღმდეგოდ გაკეთებულია ეს განცხადება,”- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პოპულალურები