LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა: კახა კალაძე

286
kaladze_w_h

თბილისის მერი კახა კალაძე კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე ინფორმაციას “მტკნარ სიცრუეს” უწოდებს.

“დღეს გავრცელებული მტკნარი სიცრუე, რომ საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საქართველოს გავლით კონტრაბანდის შემოტანაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა და უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებზე ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად. მათ, ვინც ამის უკან დგას ორი მეგობარი ქვეყნის მიმართ ცუდი განზრახვები აქვთ”, – დაწერა კალაძემ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები