LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი ქობულეთში ერთ-ერთ კაფეში მომუშავე ქალს დაუდგინდა: “მინდა გავაფრთხილო ის ვიზიტორები, რომლებიც ამ კაფეში იმყოფებოდნენ”

217
ac800c06-9368-47a0-a34c-19091593e746-640

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა ქობულეთში ცხოვრობს. საკითხზე კომენტარი გააკეთა დავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

როგორც პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ინფიცირებული ქალი ქობულეთში კაფე „ჰავანაში“ მუშაობდა.

“ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ამ თანამშრომელთან კონტაქტში იყო, უკვე მოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში. მაგრამ მინდა გავაფრთხილო ის ვიზიტორები, რომლებიც ამ კაფეში 9–10–11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, თუ მათ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდათ, მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გუშინ სულ 6000–მდე ტესტი ჩატარდა ქვეყანაში. ჯამში 300 000–ზე მეტი PCR ტესტია ჩატარებული.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში ქვეყანაში დაინფიცირების 1321 შემთხვევა.

იმნაძე: თბილისში 14-მდე ადამიანია, რომელთა ინფიცირებაც მესტიაში ყოფნას უკავშირდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g