LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 12.7% სამედიცინო პერსონალია – ამირან გამყრელიძე

107
BeFunky-collage (5)

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 12.7% სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის შეფასებით, ეს საშუალო ევროპული მაჩვენებლის შესაბამისია.
გამყრელიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ძალიან სკურპულოზურად დაიცვან ის წესები, რაც დაკავშირებულია ინფექციის კონტროლთან – დამცავი საშუალებების ტარება, მათი ჩაცმა-დახურვა-გახდა და ა.შ.

„ჩვენ ვართ წინა ხაზზე. ყველამ უნდა დავიცვათ წესები, მაგრამ მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის. ნებისმიერ ბრძოლაში, იქნება ეს ნამდვილი ომი იარაღით, თუ კორონავირუსთან ბრძოლა, სამწუხაროდ, ჩვენ, სამედიცინო პერსონალი ვართ მოწყვლადი პოპულაცია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია სასწრაფო დახმარების ერთი ექიმი. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი მარნეულში სასწრაფო დახმარების 9 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 207 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 8.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები