LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია

280
84066545-874692812964193-2993077045459681280-n

ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  დირექტორმა ამირან გამყრელიძემ  პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საქართველოს სპეციალური  რეაგენტებით – ე.წ. ტესტ სისტემით გერმანია დაეხმარა.

რეაგენტები იძლევა იმის საშუალებას, რომ ბოლომდე დაისვას დაავადების ლაბორატორიული დიაგნოზი.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე 6 ადამიანი არის ლაბორატორიული დაკვირვების ქვეშ, განსაკუთრებული  ყურადღება კი ორ ადამიანზეა მიმართული, რომლებიც ქალაქ უხანში იმყოფებოდნენ. ორივე მათგანზე პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

ანალიზებმა ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაშიც გაიარეს და პასუხი იგივე იყო.

„ერთის მხრივ ჩვენ თვითონ დავსვით დიაგნოზი, მეორეს მხრივ გადავამოწმეთ როტერდამის პასუხი. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდება მასალის გაგზავნა და საქართველოში იქნება შესაძლებლობა, რომ არსებობის შემთხვევაში ვირუსი სრულად იქნეს დადასტურებული ან უარყოფილი“.

გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„საქართველოში ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა კორონავირუსული ინფექცია. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს,  რომ პრევენცირებული იყოს ინფექცის ქვეყანაში შემოტანა, საზღვრები კონტროლდება მაღალ დონეზე“.

პრესკონფერენციაზე ასევე საერთაშორისო სტატისტიკაზე ისაუბრეს. გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით კორონავირუსით დაინფიცირების მზარდი სტატისტიკა ფიქსირდება.

დილის მონაცემებით 3235  შემთხვევით მოიმატა ლაბორატორიულმა  შემთხვევებმა. ამ ეტაპზე ფიქსირდება დაინფიცირების 20 438  შემთხვევა. შესაძლო შემთხვევათა რიცხვი არის 23 000, დაფიქსირდა გარდაცვალების 425 შემთხვევა, ხოლო სწრაფად  გამოჯანმრთელებულია 632 ადამიანი.

ჩინეთის გარეთ კონგოვირუსით ინფიცირების შემთხვევა 24 ქვეყანაში დაფიქსირდა და მათი რაოდენობა ჯამში 163-ს შეადგენს.

ასევე ფიქსირდება კონგო ვირუსით დაინფიცირებული 8 ადამიანი, რომლებიც არ არიან ჩინეთში ნამყოფები.

ინფორმაციის გავრცელებისას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეყრდნობა 4 ძირითად წყაროს. ესენია:

1. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

2. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი

3. ევროპის დავადებათა კონტროლის ცენტრი

4. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით გვაქვს ვირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკა, თუ რამდენ ხანს  გაგრძელდება ზრდის დინამიკა ამის პროგნოზირება რთულია.

„მომავალი 1-2 კვირა გვიჩვენებს, თუ როგორი დინამიკა იქნება ჩინეთში და ამის მერე შეგვიძლია ვისაუბროთ  როგორი იქნება გავრცელების ტემპები ჩინეთიდან და როგორ მოხდება ვირუსის შეკავება იმ ქვეყნებში, სადაც უკვე შესულია ვირუსი“.

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკი არის ძალიან დაბალი.

„მთელი მსოფლიო მოლოდინის რეჟიმშია თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩინეთსა და ყველა იმ  ქვეყნებში, სადაც ვირუსია შეტანილი. დღეისთვის საქართველოს რისკი არის ძალიან დაბალი. ერთადერთი დაშვება, რაც შეიძლება გააკეთოს  ქვეყანამ, არის ის, რომ შეიძლება შემოვიდეს ინფიცირებული ადამიანი და ამისთვის ჯანდაცვის სისტემა მზადაა, რომ მიიღოს ასეთი ადამიანი და ჩაატაროს შეკავების ღონისძიებები – ანუ ისე მოვუაროთ იმ ადამიანს, რომ შემთხვევები არ გაიზარდოს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები