LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გარდა საქართველოში ორი განსაკუთრებით საშიში ვირუსული ინფექცია დაფიქსირდა – მაია ზალდატანიშვილი ინფექციასა და მკურნალობაზე 

776
FORTUNA.GE (8)

საქართველოში კორონავირუსის გარდა, ზაფხულის პერიოდში ორი განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადება დაფიქსირდა – ბორელიუზი და ყირიმ-კონგოს ცხელება. აღნიშნული ვირუსული ინფექცია რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა. საშიშ ინფექციათა ჯგუფში შემავალ დაავადებებზე, გავრცელების საშიშროებასა და მკურნალობის მეთოდებზე “ფორტუნასთან” თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ხელმძღვანელმა ისაუბრა. მაია ზალდატანიშვილის განმარტებით, ორივე ვირუსული ინფექცია საშიშია და იშვიათად, მაგრამ მაინც, ის შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.

“განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა ჯგუფში, როგორიც არის ბორელიუზის და ყირიმ-კონგოს ცხელება, ჩვენ ასეთი შემთხვევა გვქონდა.  ის რეგიონები, სადაც ეს შემთხვევა დაფიქსირდა, უკვე ინფორმირებული არიან. მსგავსი შემთხვევის დროს ხდება პაციენტის  სასწრაფოდ გადმოყვანა. ასეთი ვირუსული ინფექცია ზაფხულის პერიოდში გვქონდა მთიანეთში, ახალქალაქში, ასპინძაsa და დასავლეთ საქართველოში. ეს ძალიან საშიში დაავადებებია, რომელიც საყურადღებოა.

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით მამაკაცი დაიღუპა

ყირიმ-კონგოს ცხელება არის ტკიპის ან ცხოველის ნაკბენიდან ადამიანზე გადადების ფაქტი. ეს არის შედარებით მცირე ინკუბაციური პერიოდის. იწყება მაღალი ცხელებით და  არც თუ იშვიათად, მაგრამ შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ბორელიუზის შემთხვევა, რომელსაც საბედნიეროდ გართულებები არ მოჰყოლია”, – აცხადებს მაია ზალდატანიშვილი.

ახალქალაქში 23 წლის ახალგაზრდა ყირიმ-კონგოს ცხელებით გარდაიცვალა

მისივე განმარტებით, ყირიმ-კონგოს შემთხვევაში მიმდინარეობს ანტივირუსული მკურნალობა, თუმცა გააჩნია პაციენტის მდგომარეობას, ვირუსის განვითარებას და აუცილებლია სტაციონალური მკურნალობის მეთოდი. რაც შეეხება ბორელიუზს,  ზალდატანიშვილის თქმით, მას ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება და მისი განკურნება შესაძლებელია ამბულატორიულად.

“თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ზაფხულში გვყავდა ბორელიუზის ვირუსით ინფიცირებული პაციენტები. მათ ბინაზე ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და თავს უკეთ გრძნობენ”, – განაცხადა ზალდატანიშვილმა.

კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შემოდგომის პერიოდში მოსალოდნელია გრიპის ვირუსის გავრცელება, ამიტომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრობს.

“შემოდგომაზე უნდა ველოდოთ გრიპის ვირუსულ დაავადებას, ამიტომ პრევენცია აუცილებელია, რომ არ მოხდეს ორი ვირუსის – კორონას და გრიპის ზედდება” – აცხადებს მაია ზალდატანიშვილი.

პოპულალურები