LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გარშემო შექმნილი შეთქმულების თეორიები

463
555

2020 წელმა ბევრი რამ შეცვალა. თუ აქამდე ბევრს არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ადამიანი ბუნების მბრძანებელია, დღეს ბუნებამ აშკარად დაამტკიცა, რომ თუ მოუნდება, ძალიან მარტივად შეუძლია, თავის ჭკვაზე ატაროს ყველა და ყველაფერი.

მართალია, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა უცნობი ვირუსი ადამიანებს დაემუქრა, მაინც უამრავი კითხვა ჩნდება, ამ დაავადების გამო.

კორონავირუსის დედაქალაქი: რითი იყო ცნობილი ვირუსამდე ქალაქი უხანი

საინტერესო ურბანული ფაქტები მსოფლიოს ალბათ ყველაზე ცნობილი ქალაქიდან.

არსებობს ბევრი შეთქმულების თეორია, თუ როგორ გავრცელდა კორონავირუსი ხელოვნურად.

კორონავირუსს ბევრი ბიოლოგიურ იარაღს ეძახის. ამტკიცებენ, რომ მისი მიზანი ადამიანების „გამოხშირვაა“.

ვერსიას ბევრი მხარდაჭერი ჰყავს.

ერთი-ერთი შეთქმულების თეორია ფარმაცევტულ ბიზნესს უკავშირდება. მსოფლიოს გიგანტური ფარმაკომპანიები მოგების გაზრდის მიზნით, ჯერ ხელოვნურად ქმნიან დაავადების უცნობ შტამს, რომელიც მსოფლიოს ელვისებურად ედება. მერე იგონებენ შტამის სამკურნალო საშუალებას და დედამიწაც მეორედ მოსვლას გადაურჩება ხოლმე.

ზოგადად, ადამიანი ბუნებით ეჭვიანია ანუ ეჭვს ეროვნება არ აქვს. ჰოდა, გასაკვირი არაა, რომ ახალი კორონავირუსის უეცარი აფეთქების გამო კითხვის ნიშნები ჩნდება რუსეთთან მიმართებაშიც.

 

ხანძარი რუსეთის ლაბორატორიაში ...

 

ცნობილია, რომ ნოვოსიბირსკში არსებობს ლაბორატორია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორეა.

ნოვოსიბირსკში ინახება ყველა ვირუსი, რაც კი მსოფლიოში არსებობს, მათ შორის ყვავილის.

რუსული მედიის ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში ლაბორატორიის მეხუთე სართულზე გაზის აფეთქება მოხდა. ამ შემთხვევის შემდეგ რუსული მედია წერდა, რომ სხვა დროსთან შედარებით რაიონში პნევმონიით დაავადებულთა რიცხვი თითქმის 55% პროცენტით  გაიზარდა…

ოფიციალური პეკინი კი არ მალავს, რომ ვირუსის გავრცელებაში ამერიკელებზე აქვთ ეჭვი და აცხადებენ, რომ შესაძლოა, ახალი კორონავირუსი ჩინეთში ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს.

ამერიკა კი ჩინეთს ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჩინეთი მათ პასუხიმგებობის თავიდან აცილების მიზნით ადანაშაულებს.

 

კორონავირუსი ამერიკელებმა შექმნეს ...

 

ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ კორონავირუსის დახმარებით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს გამოიყენონ არსებული ვითარება, შეცვალონ მსოფლიო და დაამყარონ ახალი წესები.

„არ გეჩვენებათ, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისა გადაწყვიტეს, რომ ყოველგვარი ომის გარეშე, ამ კორონავირუსის ფსიქოზით და ინფოდემიით გადააკეთონ მსოფლიო? ჩვენ გვიბიძგეს იმისკენ, რომ გავჩერდეთ და მივირთვათ ის მცირედი სავალუტო რეზერვები, რომელიც გვაქვს.

შემდეგ გამოუშვებენ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს და ისინი ვინც ფეხზე დგანან მოვლენ და გვეტყვიან: აჰა თქვენ ცოტა და გააკეთეთ ის, რასაც გეტყვით. აი, ასე შეიძლება მოხდეს“,- აცხადებს ლუკაშენკო.

ლუკაშენკომ კორონავირუსი გააუქმა და ...

 

 

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალეკსანდრ ლუკაშენკომ კორონავირუსის გამო სპორტული ღონისძიებები არ შეაჩერა. ბელარუსი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც ფეხბურთის ჩემპიონატი არ შეჩერებულა.

პროფესორი თენგიზ ცერცვაძე კი მიიჩნევს, რომ ყველა ეს შეთქმულების თეორიები დიდი ალბათობით მართალი არაა. მისი თქმით, დაავადება მართლაც უხანის ბაზრობიდან გაჩნდა.

რაიმეს მტკიცებას აზრი აქვს. დრო ალბათ ყველაფერს დაადგენს. მანამდე კი მსოფლიოს მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები