LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ოფიციალურად დავარეგისტრირეთ: პუტინი

97
pjimage (1)

რუსეთმა, მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის “Gamaley”- ის მიერ შემქნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირა.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენმა, ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს, სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მთავრობის წევრებთან ონლაინ კონფერენციის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ ვაქცინამ ყველანაირი შემოწმება გაიარა და საკმაოდ ეფექტიანი შედეგიც აქვს.

“რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირა. მე ვიცი, რომ ის საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და იმუნიტეტს აძლიერებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგების მუშაობა ამ მიმართულებით წარმატებით გაგრძელდება და მალე საერთაშორისო ბაზარზე უამრავი პროდუქტი გამოჩნდება, რომლის “კოვიდ 19″-ის წინააღმდეგ გამოყენებაც შესაძლებელი იქნება,”- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინა მის ერთ-ერთ ქალიშვილს გაუკეთდა და ინექციების შემდეგ, გოგონას მდგომარეობა საგრძობლად გაუმჯობესდა.

“ვაქცინის გამოცდის ექსპერიმენტში მონაწილეობა ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმაც მიიღო. პირველი ინექციის შემდეგ მისი ტემპერატურა 38 გრადუსი იყო, მეორე დღეს 37-გრადუსამდე დაუწია სიცხემ. მეორე ინექციის შემდეგ, ტემპერატურა კვლავ გაეზარდა, თუმცა მალევე დაუწია და ახლა თავს კარგად გრძნობს”,- აცხადებს რუსეთი პრეზიდენტი.

პუტინი იმედოვნებს, რომ ვაქცინის მასობრივი წარომება უახლოეს მომავალში დაიწყება.

ცნობისთვის, რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 130 ადამიანი დაიღუპა.