LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის პრიორიტეტი, პირველ რიგში, აშშ-ის მოქალაქეებს ექნებათ – ტრამპმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა

122
trump-operation-warp-speed-01-ss-jt-201208-1607458766000-hpEmbed-2-3x2-992

კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის პრიორიტეტი, პირველ რიგში, აშშ-ის მოქალაქეებს ექნებათ.

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, ოფიციალურ დოკუმენტს ხელი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოაწერა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სანამ აშშ მსოფლიოს ქვეყნებს დაეხმარება, ამერიკის თითოეული მოქალაქე უნდა იყოს გათვალისწინებული და ვაქცინით უზრუნველყოფილი.

“ერთად ჩვენ ვირუსს დავამარცხებთ და პანდემიაც დასრულდება. ჩვენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში ვაქცინაცია რამდენიმე დღეში დაიწყება.

ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ვაქცინა იმ ადამიანებმაც უნდა ჩაიტანონ, რომლებიც კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g