LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცეს (ვიდეო)

1687
inx960x640

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ესპანელ სამართალდამცველებს ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი (მულუხოვი) გადასცა. ონიანის ექსტრადაცია “შერემეტიევოს” აეროპორტში მოხდა. ტარიელ ონიანი, რომელიც “ტაროს” მეტსახელითაა ცნობილი, ქუთაისის კრიმინალური ბანდის ერთერთი ლიდერია.

ვიდეოში ჩანს, როგორ ჩამოდის ონიანი ხელბორკილებით, სატვირთო მანქანიდან, რომელიც სამართალდამცველების კონტროლის ქვეშ იყო, შემდეგ კი ესპანელი სამართალდაცველების თანდასწრებით მისი პირადი ნივთების შემოწმება ხდება.

 

ონიანი რუსეთში 2009 წლის ივნისში დააკავეს. მას ბიზნესმენის გატაცება და სანაცვლოდ 250 ათასი დოლარის გამოძალვა ედებოდა ბრალად. ონიანი მოსკოვის გარეუბანში, ელიტურ დასახლებაში დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კრიმინალურ ავტორიტეტს რუსეთში დაკავებამდე,  ესპანეთის მოთხოვნით, ინტერპოლი ეძებდა. ეს­პა­ნეთ­ში მას ბრა­ლად და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა ედება. ამ საქ­მე­ზე 2005 წელს ქვე­ყა­ნა­ში ეს­პა­ნე­თის, რუ­სე­თის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის 25 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს, რა დრო­საც 800-ზე მეტი სა­ბან­კო ან­გრა­ი­ში და­იბ­ლო­კა. ონიანი 2019 წელს კოლონიის დატოვებისთანავე დააკავეს.

ტარიელ ონიანი ასევე ბაბუას ჰასანის (ასლან უსოიანი) და იაპონჩიკის (ვიაჩესლავ ივანკოვი) მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. თუმცა, ამ საქმეზე სამართალდამცავ ორგანოებს კანონიერი ქურდისთვის მიმართ ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებიათ.

„გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლის ეს­პა­ნეთ­ში ექ­სტრა­დი­რე­ბას ხელს უშ­ლი­და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. შსს-მ კომ­პე­ტენ­ტურ სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამშრომ­ლო­ბით გა­არ­კვია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს კა­ნონ­დარ­ღვე­ვით, რის შე­დე­გა­დაც, მას რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­ერ­თვა“, – გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის შსს-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ირი­ნა ვოლკ­მა.

ონიანის ექსტრადიციის პროცესი რამდენიმე წელს გაგრძელდა. მიზეზი მისი რუსეთის მოქალაქის პასპორტი იყო. მოქალაქეობა ციხეში ყოფნისას, 2010 წელს ჩამოართვეს.

ონიანი 80-იან წლებში რუსეთში ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული “კანონიერი ქურდის” სახელით სარგებლობდა. მან რუსეთის მოქალაქეობა 2006 წელს მიიღო.

ტარიელ ონიანი 1952 წელს ტყიბულში დაიბადა. პირველად 17 წლის ასაკში ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

საქართველო მან წლების წინ დატოვა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ესპანეთში ცხოვრობდა, სადაც სამშენებლო ბიზნესი წამოიწყო. ესპანეთში ონიანს ფულის გათეთრება ედებოდა ბრალად, თუმცა, მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევა შეძლო.

magti 5g