კრისტიან დანიელსონი თბილისშია. ის დედაქალაქში გამთენიისას ჩამოფრინდა. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.
შვედმა დიპლომატმა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური მედიაციის პროცესში, მედიატორის როლი უნდა შეასრულოს.
მისი ვიზიტის მთავარი მიზანი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლება იქნება.
არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად, მხარეებს შორის მედიატორობას ის ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარადჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.