LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის მიწები შერჩეულია: ზურაბ აზარაშვილი

80
ჯანდაცვის მინისტრი

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის უკვე შერჩეულია მიწის ნაკვეთები.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა აღნიშნა, პარალელურად დაწყებულია მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიებთან ამ მიწებზე შენებლობის დაწყების თაობაზე.

ზურაბ აზარაშვილმა სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ სამინისტრო, მათი განსახლების მიზნით, მიმდინარე მშენებლობებთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

„რადგან ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით, ჩვენ მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში. მიმდინარე წელს ამ ბინებით ჩვენ მოსახლეობას დავაკმაყოფილებთ. დავადასტურებ, რომ დევნილთა სააგენტომ მოიძია ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სხვადასხვა ბინები, სადაც ჩვენ კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს ვთავაზობთ ქირით გასვლას, მშენებლობების დასრულებამდე, მათ იქ ცხოვრება შეეძლებათ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ყველა შესაძლო რესურსს ვიყენებთ და უახლოეს პერიოდში კონკრეტული ხელშესახები შედეგი გვექნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

magti 5g