LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულმინაციას მალე ვიხილავთ! მოსკოვსა თუ ურალის ბუნკერში! – რას წერს ლაშა ძებისაშვილი ომის დასრულების შესაძლო სცენარზე

41958
BeFunky-collage (3)

უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე ომის ხანგრძლივობის პროგნოზებთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოითქვა. ამასთან, მიუხედავად აზრთასხვადასხვაობისა, 24 თებერვლის შემდეგ, დღეს შეიძლება ითქვას, რომ კრემლის პროგნოზი არ გამართლდა – “ე.წ. ბლიცკრიგი არ გამოვიდა”

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, “საქართველოს უნივერსიტეტის” პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი საინტერესო ანალიზს აკეთებს და წერს, რომ ომის ბედი უახლოეს რამდენიმე დღეში გაირკვევა.

ლაშა ძებისაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთს ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლისთვის არ მიუღწევია, უკრაინა კი ოკუპანტ ქვეყანას საბოლოო დარტყმას მოლაპარაკებების მაგიდაზე მიაყენებს.

“ჯერ კიდევ ომის დაწყებისას ვამბობდი რომ 10 მაქსიმუმ 14 დღეში გაირკვევა ომის ბედი.

ესეც ხდება – რუსეთს ჩართული ჰყავს თითქმის ყველა შესაძლებელი ქვედანაყოფი და ამავე დროს მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს.

ამავე დროს განიცდის ძალიან მძიმე დანაკარგებს საბრძოლო ტექნიკაში ყველა მიმართულებით – ჯავშანტექნიკა, ავიაცია, ლოგისტიკა. მათი აღდგენა და სწრაფი ჩანაცვლება დღევანდელ რუსეთს უბრალოდ არ შეუძლია, არ აქვს ამის არავითარი შნო და არც ინდუსტრიული რესურსი + დაუმატეთ კორუფცია, რამაც იდეაში გამოღრღნა რუსული ჯარი და დაგვანახვა მისი რეალური სახე.

პუტინს რესურსები ეწურება, უკრაინას ეზრდება, ხალხმა გადატეხა რუსეთი – რა შედეგებამდე მივიდა უკრაინა ომის დაწყებიდან დღემდე

გარდა ამისა ბოლო ოპერატიულ რესერვებს მოსკოვი ვერ მოხსნის და ვერ ჩააგდებს ომის ცეცხლში, ეს გამორიცხულია, მარტივად მოსკოვი არ დარჩება დაუცველი, ისევე როგორც სამხედრო ოლქების ბრძოლისუნარიანობის ნულამდე დაყვანა არ მოხდება, ისედაც გაყვანილია მანდედან მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები.

მობილიზებას აზრი არ აქვს, რადგან მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა კავშირი რუსეთი არ არის და ვერ მოამზადებს და აღაჭურვებს ახალ გამოუცდელ და დემორალიზებულ ნოვობრანცებს, რომელთაც თან გამოცდილი მეთაურები სჭირდებათ. როსგვარდია და პოლიცია ამას ვერ ჩაანაცვლებს.

რეალურად დარჩათ პოტენციალი ერთ მიმართულებაზე ბოლო შეტევის განსახორციელებლად, კიევზე უკვე სერიოზულად ვეჭვობ რომ არ მოხდება, და უფრო მგონია მარიუპოლი ან შესაძლოა ზაპოროჟიე ან ხარკოვი. ესაა მათი როგორც იტყვიან ბოლო გაფართხალება, და აუცილებლად მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას. ახლაც კი გარბიან პირველები და ითხოვენ მოლაპარაკებას.

ამიტომ უკრაინამ კიდევ უნდა გაუძლოს და თუნდაც მოლაპარაკებებში რუსეთისთვის საბოლოო დარტყმა მიაყენოს – ანუ მაგალითად, მოითხოვოს დაცლა უკრაინის ტერიტორიის რუსული ჯარისგან როგორც პირველი და ყველაზე მთავარი ნაწილი, და შესაძლოა წავიდეს დონბასისთვის სტატუსის აწევაზე… თუმცა ესეც გაურკვეველია, მით უფრო თუ საზღვრის კონტროლი უკრაინელებს ექნებათ, ამიტომ პირობითი სტატუსი შეიძლება გამოვიდეს საერთოდ.

„რუსეთს „გეგმა ბ“ არ აქვს, პუტინი ისტერიკაშია, არ გამოვრიცხავ, რომ ქიმიური იარაღების მასობრივი გამოყენებაც დაუშვას“ - რას არ ელოდა კრემლი

წესით, პუტინი ახლა კედლებზე უნდა დარბოდეს, აშკარად ფსიქიკურად ჯანმრთელად [არ არის], არ ვიცი, ეს ექიმებმა უნდა თქვან, მაგრამ ვინაიდან ჩაუვარდათ სტრატეგია, უცებ ვერ აიღეს უკრაინა, - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას არ მოხდება ეს არცერთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური თანხმობის მიღების შემთხვევაში დაჯგუფების სარდალს აქვს უფლება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების. გენერლები დურაკები არ არიან და ესმით რას ნიშნავს ეს. რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი მოიცავს, ჭურვს, ავიაბომბს, ნაღმს და მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტას, რომ აღარაფერი ვთქვათ ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტაზე. თითოეულის მუხი არის ათიდან ას და მეტ კილოტონამდე.

ერთი ან რამდენიმე ქობინის აფეთქება რამდენიმე ხიროსიმას აფეთქებას უდრის მთელი თავისი რადიაციული ღრუბელით, ხოლო რუსებს არ გააჩნიათ ამ ეტაპზე მინი-მიკრო ტაქტიკური ბირთვული მუხტები, რომლებიც აშშ-ს მაგალითად გააჩნია და გამოიყენება სპეციფიკური მიზნების გასანეიტრალებლად.

რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის პირდაპირი დანატოვარი ციხი ომის სამხედრო დოქტრინის, როცა მისი გამოყენება უნდა მომხდარიყო ჯარების და საჯარისო დაჯგუფებების თავმოყრის, ან საშიშ მიმართულებებზე გარღვევაზე წამოსული უპირატესი რაოდენობის მოწინააღმდეგის შესაჩერებლად (ფულდას ღიობი გაიხსენეთ).ეს იყო და ეს.

ასე რომ კულმინაციას მალე ვიხილავთ! თავისი პოლიტიკური გაგრძელებებით მოსკოვსა თუ ურალის ბუნკერში!”, – წერს “საქართველოს უნივერსიტეტის” პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g