LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი: “უხეში დათვლებით, ქვეყანაში მოცირკულირე მთლიანი შემთხვევების ნახევარი ახლა არის „ომიკრონი“, თუმცა მისი გაორმაგება ძალიან სწრაფად ხდება”

300
kulum

“უხეში დათვლებით, ქვეყანაში მოცირკულირე მთლიანი შემთხვევების ნახევარი, ახლა არის „ომიკრონი“, თუმცა მისი გაორმაგება ძალიან სწრაფად ხდება,” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, დაახლოებით 10-14 დღეში ქვეყანაში კორონავირუსის ყველა შემთხვევა იქნება „ომიკრონი“.

ამ დროისთვის საქართველოში „ომიკრონის“ 1185 შემთხვევაა დადასტურებული

„ჩვენ გვაქვს ოფიციალური მონაცემები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მესვეურები ავრცელებენ და ძირითადად, როგორც ისინი ამბობენ, თბილისში „ომიკრონის“ გავრცელება არის 60 %, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 40-დან 50%-მდეა. უხეში დათვლებით, ქვეყანაში მოცირკულირე მთლიანი შემთხვევების ნახევარი ახლა არის „ომიკრონი“, თუმცა მისი გაორმაგება ძალიან სწრაფად ხდება. ამიტომ, ძალიან დიდი დრო არაა საჭირო იმისთვის, როდესაც ქვეყანაში ყველა შემთხვევა იქნება „ომიკრონი“ და ეს იქნება ალბათ, მაქსიმუმ 10-14 დღე, მეტი ამას არ დასჭირდება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები