სანამ რომელიმე ეგზოტიკურ კუნძულზე მოგზაურობას გადაწყვეტთ, გირჩევთ, ადგილობრივი კანონები კარგად შეისწავლოთ. ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიოს ყურადღება ინდონეზიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ მიიქცია. კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქორწინებამდე სექსი უკანონოდ ჩაითვლება. მიზეზი რელიგიური მოტივებია. “ინდონეზიის დაარსების იდელოგია ღმერთის რწმენაზეა დაფუძნებული” – აცხადებს პრეზიდენტი. კანონპროექტს კენჭს ერთ კვირაში უყრიან.

როგორც BBC წერს, ავსტრალიის ხელისუფლებამ ბალიზე წასვლის მსურველები უკვე გააფრთხილა. ბალი ზღვაზე დასვენების მოყვარებულებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. 

რაც შეეხება სანქციებს ქორწინებამდე სექსი ერთწლიანი პატიმრობით ისჯება. ამისთვის საკმარისია, ნებისმიერის ჩვენება, ბავშვი იქნება ეს თუ მშობელი. რაც შეეხება ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრებას, ამ შემთხვევაში ციხეში 6 თვეს გაატარებთ. 

ასევე აკრძალვებია აბორტზე. ქალს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ამ საკითხს უკვე გამოეხმაურა ორგანიზაცია Human Rights Watch – ი, სადაც ამ ინიციატივას ქალებზე, ასევე სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობებზე ძალადობა უწოდეს. 

გაფრთხილება ტურისტებს

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ კანონის ახალი ვერსია ინდონეზიის დამოუკიდებლობას და რელიგიურობას ხაზს უსვამს. “სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქეები ისეთი ქცევებისგან, რომლებიც უზენაეს ღმერთს ეწინააღმდეგება- უთხრა ადგილობრივმა პოლიტიკოსმა “როიტერს”.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები