საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალი საპრეზიდენტო დროშა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, ბრძანებას კი ხელი ზურაბიშვილმა გუშინ 30 ივლისს მოაწერა ხელი.

“საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი  წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან” – წერია პრეზიდენტის ბრძანებულების დანართში.

რაც შეეხება საპრეზიდენტო დროშის შესახებ სახელმწიფო კანონს, ქვეყნის კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეზიდენტს შეუძლია დაამტკიცოს პრეზიდენტის დროშა თანდართული სახით, რომელიც ძალაში ბრძანებულების გამოქვეყნების დღიდან შედის.

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05