საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას 16-20 ნოემბერს უმასპინძლებს.

5 დღის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოთეატრში წარმოდგენილი იქნება ცნობილი რეჟისორის მიერ 1950-იან 2010-იან წლებში გადაღებული ფილმები, რომლებიც მაღალი ხარისხით გაციფრულებული და აღდგენილია.

რეტროსპექტივა 16 ნოემბერს 19:00 საათზე დოკუმენტური ფილმით „გელათი“ (1958) გაიხსნება. 16-20 ნოემბერს მაყურებელი იხილავს მხატვრულ ფილმებს: „ერთი ცის ქვეშ“ (1961), „მე ვხედავ მზეს“ (1965), „ფერისცვალება“ (1968), „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „დღეს ღამე უთენებია“ (1984), „ორომტრიალი“ (1986) და „ოქროს ძაფი“ (2019).

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. რესტოსპექტივის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის ვებგვერდზე.

მსგავსი თემები