LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანდსბერგისი: „ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ, მიბაძონ ლიეტუვის მაგალითს და რუსი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესონ“

70
უსათაურო დიზაინი (1)

„ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ მიბაძონ ლიეტუვის მაგალითს და დააწესონ სავიზო რეჟიმი რუსი ტურისტებისთვის“, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „დოიჩე ველესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინის მხარდაჭერაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და ასევე ისაუბრა, თუ რატომ გააუქმა ლიეტუვამ უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის:

“ხალხი იძულებული გახდა გაქცეულიყო უკრაინიდან, ზოგიერთი მათგანი დარჩა, იბრძოდა სიცოცხლისთვის, იბრძოდა იქ საკუთარი სახლებისთვის… მაშინ როცა რუსეთიდან მოქალაქეებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად იმოგზაურონ და ისარგებლონ თავისუფალი სამყაროს ყველა სიკეთით, რომელსაც მათი ხელისუფლება ებრძვის.

ლიეტუვამ ძირითადად შეაჩერა ვიზის გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასასვენებლად მიდიოდნენ და ვიზებს მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის გასცემს“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.

მისი თქმით, ეს იყო არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული მიზეზების გამო:

“2020 წლიდან ლიეტუვამ იგრძნო ბელარუსიდან და რუსეთიდან გაქცეული ხალხის დიდი ნაკადი, ჩვენ ვიპოვეთ გზა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან მუშაობის შემდეგ და შეგვიძლია შევაფასოთ რეალურად ვის აქვს ჰუმანიტარული საჭიროება და ვინ გაურბოდა დევნას“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.