ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე ლარის გაუფასურებაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ამ საკითხზე შეფასებები მკითხაობის რეჟიმშია.
“დღეს მკითხაობის რეჟიმშია მოკლევადიანი ლარის კურსის შემთხვევაში შეფასებების გაკეთება. მეც მკითხავი ვიქნები თქვენთან. მთავრობისა და სებ-ის კომპეტენციაში მე ეჭვი არ შემაქვს. ამ ნაწილში ყველა მუშაობს. რა თქმა უნდა იქონია სუბიექტურმა ფაქტორებმა გავლენები, ასევე მოქმედებს მეზობელ ქვეყნებში მაკროეკონომიკური პროცესები”, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.
"დღეს საქართველო საგარეო შოკს გადის"
ისევ საგარეო შოკი - რითი ხსნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებას
მისი თქმით, თუ ცივი გონებით შევხედავთ, რეალური მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, როგორც სხვა ექსპერტებიც ამას აღნიშნავენ, არ არის განგაშის ზარების შემორტყმის აუცილებლობა.
ის ამბობს, რომ ლარი დღეს თავისუფალია და მას ბაზარი არეგულირებს.
„ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.