LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბექაურის ემიგრანტი ბებია: „ჩემთვის მზე აღარ ანათებდა… დღეს ჩემი სიცოცხლის მიზეზი ლაშაა…“

826
eteri da lasha

ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური აპირებს, მიღებული მილიონი ლარით საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული დეიდა და ბებია საქართველოში დააბრუნოს.

ჟურნალმა „გზამ“ ემიგრანტ ეთერ წიკლაურს ინტერვიუსთვის მიმართა. ლაშა ბექაურის ბების ემოციური საუბრიდან ამონარიდს გთავაზობთ:

„მძიმე წარსული მაქვს. 29 წლის ვიყავი, როცა მეუღლე გარდამეცვალა… 2007 წელს, როცა ვაჟი გარდამეცვალა, ჩემთვის ყველაფერი დაიხურა – საერთოდ, მზე აღარ ანათებდა, ყველაფერს შავ ფერებში ვხედავდი. დღეს იმის მიზეზი, რომ შეიძლება ვთქვა, არა, უნდა ვიცოცხლო, ვიარსებო-მეთქი, არის ლაშა. ვფიქრობ, ადამიანმა მომავლის იმედი არასდროს უნდა დაკარგო…

საქართველოში დაბრუნებას როდის აპირებთ?

ჩემთვის ეს ოცნება იყო, ამ დღისთვის ვემზადებოდი, რომ ლაშიკო ასეთ დიდ წარმატებას მიაღწევდა. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული მაქვს, აცრიდან 15 დღის განმავლობაში ქვეყნის დატოვება არ შემიძლია… ინტერნეტში ვუყურებდი, ტოკიოდან საქართველოში დაბრუნებულ ლაშას როგორ დახვდნენ. თითქოს მთელი ღამე მეც საქართველოში ვიყავი… რასაც განვიცდი, ყველაფერი რომ გითხრათ, ალბათ, ერთკვირიანი ინტერვიუც არ გვეყოფა…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები