LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ღლონტი: „ვუყურებ მოსახლეობას და მაინც არ იცავენ რეკომენდაციებს!..“

92
lasha glonti

ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც კორონავირუსთან ბრძოლაში, როგორც ექიმი, კონკრეტული ნაბიჯების შესახებ საუბრობს.

„ხალხო!!! ვერანაირი რეგულაცია და ლოკდაუნი ვერ დაგვეხმარება, თუ ერთმანეთს არ მოვუწოდეთ და მოვთხოვეთ:

ნიღაბი, დისტანცია, ხელის დაბანა!!! ვუყურებ მოსახლეობას და მაინც არ იცავენ რეკომენდაციებს!!!!

ასევე დაავადების მართვისთვის უნდა დავამატოთ ბევრი ცხელი ხაზი დისტანციური მუდმივი კონსულტაციებისთვის. ფსიქოლოგებიც და ექიმებიც დისტანციურად!!!! სახლში მომკურნალე პაციენტებს რომ ჰქონდეთ საუბრის და ზეპირი კონსულტაციის მიღების საშუალება.

ადამიანმა რომ დარეკოს და კონკრეტული ჩივილის დროს მიიღოს კონკრეტული რეკომენდაცია. ეს დაეხმარება სასწრაფოს და კლინიკას განტვირთვისათვის. ასევე ტესტირების და აუცილებელი ანალიზის ფასიც (კერძო) ლოგიკურად დარეგულირდეს იქნებ, თანადაფინანსებით. კლინიკაში მხოლოდ მძიმეები!!!!!

ჯაჭვი უნდა გაწყდეს!!!! ჯაჭვი წყდება 1 დისტანციით, ნიღბით, ხელების დაბანით!!!! წერტილი.

გააკეთეთ ეს სწორად!!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები