ახალგაზრდა პოეტი, ლაშა მაზანაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს, ამჯერად გალაკტიონ ტაბიძის კრიტიკით ცდილობს ყურადღების მიქცევას. მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღნიშნავს:
“ჩემი აზრი გალაკტიონთან დაკავშირებით ბევრს გაინტერესებდათ და კიდევ მილიონჯერ გავიმეორებ, გალაკტიონი არის ძალიან ცუდი პოეტი. ვერ ვხვდები, რატომ მოგწონთ, რატომ თვლით, რომ აქვს კარგი ლექსები. ვთვლი, რომ არამედ კარგი, არამედ საშუალო, არამედ ძალიან ცუდი პოეტია ჩემთვის და არც აქვს რამე კარგი ლექსი, მით უმეტეს, შედევრი. უბრალოდ, ვერ ვხვდები და იქნებ, ვინმემ გამაგებინოთ, რატომ მოგწონთ გალაკტიონის ლექსები, არგუმენტი გამაგებინეთ, მეტი არაფერი”.
რასაკვირველია, ამ ვიდეომ უამრავი გამოხმაურება გამოიწვია. კომენტარების ავტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უცნობი პოეტისგან ყურადღების მიქცევის ხერხია.
															