LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი ბლინკენს – ჩვენ ველოდებით პასუხებს ჩვენს წინადადებებზე

176
Untitled design - 2022-01-21T150743.876

ჟენევაში დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართება. ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ჟენევაში უკვე ჩავიდნენ.

შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მიერ უსაფრთხების გარანტიებთან დაკავშირებული წინადადებები იქნება.

როგორც ცნობილია, რუსეთი ითხოვს გარანტიას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება და ალიანსი შეწყვეტს შეიარაღების განლაგებას რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.

„თქვენ განაცხადეთ თქვენი ევროპული ტურნეს დროს, რომ არ ელოდებით გარღვევას ამ შეხვედრისგან. არც ჩვენ ველოდებით გარღვევებს ამ შეხვედრისგან, ჩვენ ველოდებით პასუხებს ჩვენს წინადადებებზე,“- მიმართა ლავროვმა ბლინკენს.

მისი თქმით, წინადადებები კონკრეტულია და რუსეთი კონკრეტულ პასუხებს ელოდება.

„წინადადებები კონკრეტულია და ჩვენ ველით იგივე კონკრეტულ პასუხებს იმ ვალდებულებებთან სრულ შესაბამისობაში, რომლებიც აღებულია უმაღლეს დონეზე, რომ არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება ნებისმიერი სხვა ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე,”- აღნიშნა ლავროვმა.

აშშ-ში განაცხადეს, რომ არ აპირებენ ფუნდამენტურ საკითხებზე მოლაპარაკებას და ყველა ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს ალიანსი, არ გადაიხედება.

თუმცა, ვაშინგტონში ამბობენ, რომ მზად არიან, მოკავშირეებთან შეთანხმებით, რუსეთთან სხვა საკითხებზე დიალოგი გააგრძელონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g