LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: რუსი და უკრაინელი ხალხი ერთად ცხოვრებას გააგრძელებს.. რუსეთი უკრაინას კიევის „ანტისახალხო“ რეჟიმის მოშორებაში აუცილებლად დაეხმარება

126
BeFunky-collage (24)

„რუსეთი უკრაინას კიევის „ანტისახალხო“ რეჟიმის მოშორებაში აუცილებლად დაეხმარება – რუსი და უკრაინელი ხალხი ერთად ცხოვრებას გააგრძელებს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაცია „ბოდიშს უხდის უკრაინელ ხალხს“, რომელიც „ბევრად უკეთესს“ იმსახურებს.

სერგეი ლავროვი: ჩვენ არ გვაქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული

"უკრაინის ხელისუფლება გამუდმებით ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე უკრაინა არ დაამარცხებს რუსეთს"

„ჩვენ ვწუხვართ უკრაინის ისტორიაზე, რომელიც ჩვენს თვალწინ იშლება და ვწუხვართ მათ გამო, ვინც დაემორჩილა კიევის რეჟიმის სახელმწიფო პროპაგანდას, მათ გამო, ვინც მხარს უჭერს მას, რომლის მიზანია უკრაინა რუსეთის მარადიული მტერი გახდეს“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მცდელობები წარმატებული არ იქნება. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინელი და რუსი ხალხი „ერთად ცხოვრებას გააგრძელებენ.“ მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი დაეხმარება უკრაინელ ხალხს „აბსოლუტურად ანტიეროვნული და ანტიისტორიული“ რეჟიმისგან თავის დაღწევაში.

უკრაინელები დამოუკიდებლობაზე უარს არასდროს იტყვიან, არასდროს გატყდებიან: ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g