LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელოს” წევრი საბა ბუაძე დააკავეს

479
საბა ბუაძე

“ლელოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი წარწერის გაკეთებას გეგმავდნენ, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტთან ერთად,  “ლელო საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე დააკავეს.

ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ საბა ბუაძესთან ერთად დაკავებულია ირაკლი კუპრაძე, თაზო დათუნაშვილი, ლუკა თევზაძე, გიორგი ტალახაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი.

“არ ვიცით, სად არიან, ახლა ვცდილობთ, გავარკვიოთ, ჩვენი თანამებრძოლების ბედი”,- აცხადებენ “ლელოს” წარმომადგენლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები