LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენინი უკრაინის ავტორი და არქიტექტორია – ლენინის დირექტივების თანახმად, დონბასი უკრაინის შემადგენლობაში ჩატენეს: ვლადიმერ პუტინი

178
პუტინიი

„ლენინი უკრაინის ავტორი და არქიტექტორია – ლენინის დირექტივების თანახმად, დონბასი უკრაინის შემადგენლობაში ჩატენეს“,- ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად შეიქმნა საბჭოთა უკრაინა, რომელსაც ლენინის სახელობის უკრაინა შეგვიძლია ვუწოდოთ.

პუტინმა განაცხადა, რომ თანამედროვე უკრაინა სრულად შექმნა კომუნისტურმა რუსეთმა.

„თანამედროვე უკრაინა სრულად შექმნა რუსეთმა, უფრო სწორედ, ბოლშევიკურმა, კომუნისტურმა რუსეთმა. ეს პროცესი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო. ლენინმა და მისმა თანამებრძოლებმა ეს ძალიან უხეშად გააკეთეს. მათ ეს რუსეთისთვის ისტორიული ტერიტორიების მოწყვეტის ხარჯზე გააკეთეს. ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად შეიქმნა საბჭოთა უკრაინა, რომელსაც ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის უკრაინა შეგვიძლია ვუწოდოთ. ის არის უკრაინის ავტორი და არქიტექტორი. ლენინის დირექტივების თანახმად, დონბასი უკრაინის შემადგენლობაში ჩატენეს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g