LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექს-სენი: „მიშას მოკლავენ? მე გავხდები მიშა! მაინც წავლეკავთ!..“

903
lexen

ლექს-სენი საუბრობს „მთავარ არხთან“, რა მძიმე მდგომარეობაშია, მისი აზრით, ქვეყანა.

ლექს-სენი:

„ყველაფერი ფასდება ჯამში. მიშამ შექმნა ეპოქა. ის იყო ეპოქის გმირი. არაფერი არ იყო და არაფრიდან შეიქმნა სახელმწიფო. ცალკე საკითხია, კარგი იყო, იდეალური, ზეიდეალური, თუ ისე რა. შემდეგ დაგვირგვინდა ეს ყველაფერი ფანტასტიკურად, რომ წინა ხელისუფლება წავიდა დემოკრატიულად. როცა ადარებ, რაღაცაში უნდა აჯობო. ამ შედარებას აზრი არ აქვს, ამიტომაც ჯობს ვილაპარაკოთ ახლანდელ პრობლემაზე.

ამათ პერიოდში ისე არაფერი არ ხდება, ყველაფერი მიზანმიმართულია. დაგეგმილად მოვიდნენ ტიპები და მერე გავიგეთ, რომ თურმე მინიმუმ 2030-მდე მოვიდნენ. ახლა ვხვდებით, რომ ეს თარიღი კიდევ იქით გადაიწევს. ამის განსახორციელებლად რა უნდა გააკეთონ? ადამიანი, რომელიც არის ამ ქვეყნის სახე მსოფლიო ასპარეზზე და რადარებზე, ამ ქვეყნის სიმბოლო, მათ ბნელ გონებაში მათი პირველი სამიზნეა. მათ ბნელ გონებაში ეს მწიფდება. ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ. დავალებაც ეს არის. არ მგონია, რომ ამათ ასეთი ვაჟკაცობა ჰქონდეთ, რომ ასეთი ტვირთი აიღონ, მაგრამ აიძულებენ. მერე ჰგონიათ, რომ თუ, ჯვარი გვწერია, ეს ტრაგედია მოხდება, იქნება ცოტა ტირილი, მიწოლა, ამას დაარბევენ, ესვრიან, გადააგორებენ და იქნებიან სამუდამოდ.

პრობლემა სახელსა და გვარსა და ინდივიდში კი არ არის. ყველას უნდა გავაგებინოთ – შენ გართმევენ უფრო მთავარს, ამაზე გაღიზიანდი. თუ ვიღაც არ გევასება, გაქვს ამის უფლება, მაგრამ შენ უნდა გაღიზიანდე, როგორ, შენს ქვეყანაში ვიღაც მოდის სამუდამოდ და შენ ამას ჩვეულებრივად უყურებ? ეს დანაშაულია და ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს ერი. საბოლოო ჯამში, შევდგებით საზოგადოებად და ერად, თუ არა? ერმა ღირსება უნდა ვაჩვენოთ… თუ ვიღაცას ჰგონია, რომ მიშას მოიშორებენ და სამუდამოდ დაივაკებენ, ეგრე არ იქნება. მიშას მოკლავენ? მე გავხდები მიშა და მაინც წავლეკავთ. ტყუილად აქვთ იმის იმედი, რომ ამით ამ ქვეყნის თავისუფლება დამთავრდება…“

გამყრელიძე – დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა

“ადამიანი ფაქტობრივად გადის მოწამეობრივ გზას” – ექიმების აქცია აშშ-ის საელჩოსთან

რატი ბრეგაძე – ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები