LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი: აქცენტები გაკეთდება მწვანე ეკონომიკასა და ინკლუზიურობაზე

76

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროგრამებში აქცენტები იქნება მწვანე ეკონომიკაზე და ინკლუზიურობაზე. 

მისივე თქმით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით კომპლექსური პროგრამა არსებობს, რომელიც უკვე გაწერილია.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომპლექსური პროგრამა, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებებს. ეს ძირითადი მიმართულებები განსაზღვრულია ორ მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომლებიც პარლამენტმა დაამტკიცა. აქცენტები კეთდება ასევე სწრაფ ზრდაზე, რაც იქნება ინკლუზიური ზრდა”, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატი ასევე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია აგრარულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვა. “ჩვენი პოზიციები აქ ემთხვევა. დღეისთვის სოფლად მეტი მოსახლეობა გვყავს დასაქმებული, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებშია. ჩვენ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი შეგვიმცირდება, თუმცა ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ამ დარგში მეტი ეფექტიანობა გვქონდეს და განვითარება იყოს უფრო სწრაფი”, – აღნიშნა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები