LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი აქციაზე: ახლა ბოდიში, რომ ვიღაცების სოციალურ ქსელს არ ვკითხულობ

184
ლევან ხაბეიშვილი

„არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს, არც როგორც პოლიტსაბჭოს წევრს და ახლა ბოდიში, რომ ვიღაცების სოციალურ ქსელს არ ვკითხულობ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ხაბეიშვილმა აქციების შესახებ ინიციატივას მხარდამჭერებთან ერთად ორ მდებარეობაზე შეუერთდება.

„მართლა გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვიცი [მშვიდობის ხიდზე აქციის შესახებ]. არ ვიცი, ყველა ადამიანს თავისი გამოხატვის უფლება… არ ვიცი, მე, როგორც პარტიის სამდივნოს წევრს, არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს, არც როგორც პოლიტსაბჭოს წევრს არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ახლა ბოდიში, რომ ვიღაცების სოციალურ ქსელს არ ვკითხულობ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს აღნიშნულ თემაზე ხაბეიშვილმა პარტიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგენის ინიციატივას სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ დაგეგმილისგან განსხვავებულ ადგილმდებარეობაზე უერთდება. მალევა ხაბეიშვილს პარტიაში გამოეხმაურნენ და თქვეს: „უნდა გვაერთიანებდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა, სამწუხაროა, რომ ინდივიდები ამ საკითხს გასახლეჩად იყენებენ – 4 იანვარს აქციები გაიმართება არა 2, არამედ 8 მდებარეობაზე.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g