LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან წვერავა: „დუეტი „ლეონიი“ იქნება, მაგრამ ახალ ჯგუფში ორი გოგონა დავიმატეთ… ნინი აქაც ჩართულია, არ ეგონოს ვინმეს, რომ შურის თემაა…“

2410
ლეონიი

გადაცემას „სიკეთე მარტივია“ მერიკო კარტოზიასთან ერთად დუეტი „ლეონიი“ ესტუმრა. ლევან წვერავამ და ნინი კენჭიაშვილმა ისაუბრეს იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც მათ ჯგუფს სამომავლოდ მოელის.

ლევან წვერავა: 

„სექტემბრიდან ყველა რეგიონში, ყველა დიდ ქალაქში იგეგმება კონცერტები და ეტაპობრივად მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას.

დუეტი „ლეონიი“ არის ოჯახური პროექტი,რომელიც დარჩება ამ სახით, რაც არის და შემოგთავაზებთ სიახლეებს.

უფრო თანამედროვე სტილში, დისკო-ფანკში, გავაკეთეთ მე და ერეკლემ, ჩვენმა მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, ახალი პროექტი – „ერეკლეონი“ და ამ ზაფხულს დავიმატეთ ორი ულამაზესი და ნიჭიერი გოგონა, ისინი სექტემბრის ბოლოდან შემოუერთდებიან ჩვენს ჯგუფს. იქნება ბენდი და ძალიან ბევრი სიახლე ელოდება ჩვენს მსმენელს.

ნინი, რა თქმა უნდა, ჩართულია აქაც. არავის ეგონოს, რომ შურის თემაა. გოგონებსაც რჩევებს აძლევს. ჩვენი ოჯახი გაიზარდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები